|
2022-07-03 15:06:12, 1160 ნახვა
საზოგადოება
ქალი მსჯავრდებულები ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქალი მსჯავრდებულები ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ. უწყების ცნობით, ფიტნესინსტრუქტორის პროფესიის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა ტრენინგი სპორტულ ფსიქოლოგიაშიც გაიარეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის მეორე ეტაპში 30 მსჯავრდებული მონაწილეობდა. მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. „მიღებული ცოდნა მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. სასწავლო პროცესს ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)