|
2022-07-03 11:15:49, 2429 ნახვა
სხვადასხვა
London Pride 50 წელს აღნიშნავს, ლონდონის ქუჩებში მილიონ ადამიანზე მეტს ელიან
London Pride აღნიშნავს თავის იუბილეს: ზუსტად 50 წლის წინ ბრიტანელი ლგბტ აქტივისტები სექსუალური უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლებების მხარდასაჭერად პირველ მსვლელობაზე გავიდნენ. პანდემიით გამოწვეული ორწლიანი შესვენების შემდეგ, ორგანიზატორები ელიან, რომ მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება ქვეყნის დედაქალაქში მილიონზე მეტ ადამიანს გააერთიანებს. სვეტი ჰაიდ პარკიდან უაიტჰოლის სასახლისკენ გაემართა ქალაქის ცენტრში. ღონისძიებას ქვეყნის პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. ბრიტანეთის დედაქალაქის მერის, სადიკ ხანის თქმით, საზოგადოებას ჯერ არ მიუღწევია ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციის, ცრურწმენების და ძალადობის აღმოფხვრა. მერმა ლონდონელები სოლიდარობაში დაარწმუნა ნორვეგიაში, ოსლოს მცხოვრებლებთან, სადაც გასულ კვირას ჰომოფობიური დანაშაული ჩაიდინეს. ბარზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. შაბათს „ღირსების მარშები“ გაიმართა საფრანგეთშიც, სადაც ათასობით ადამიანი მარსელისა და ტულუზის ქუჩებში გავიდა.
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)