|
2022-07-02 12:30:20, 1177 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში, გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კოჯორში, გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს „გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირმა უკვე ტრადიციული სახე მიიღო და მეოთხედ ტარდება. მიხარია, რომ ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება სწორედ ჩვენ გვაქვს. გვეამაყება ეს ადამიანი, რომელიც ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა ასახელო შენი ქვეყანა. ჩვენ, სხვადასხვა აქტივობით მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. საჭიდაო არენასთან, ასევე, მოწყობილი იყო გასართობი სივრცე, სადაც ტურნირის დაწყებამდე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ელექტრონული მუსიკისთვის მოესმინათ. ტურნირის მიმდინარეობისას კი, სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები „საჭიდაო“ კომპოზიციებს ასრულებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)