02:24 - 14 Aug, 2026
|
2022-06-29 13:47:33, 1568 ნახვა
საზოგადოება
გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში 5 წლის ბავშვი დაშავდა იმის გამო, რომ აივნიდან ფიცარი ჩამოვარდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, დაშავებული ბავშვი კლინიკა გორმედში გადაიყვანეს,თუმცა გამოკვლევების მიზნით, თბილისის კლინიკაში გაგზავნეს. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფიცარი ერთ-ერთი ბინის აივნიდან ჩამოვარდა და ეზოში მოთამაშე ბავშვს დაეცა. სტალინის გამზირზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ორი წელია სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, გამოცემის ცნობით, მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარს სამუშაოებთან შეხება არ აქვს, რადგან კორპუსს, საიდანაც ფიცარი ჩამოვარდა, რეაბილიტაცია არ უტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)