|
2022-06-29 13:12:34, 901 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს იმ რეფორმების და პროგრესის შესახებ, რომელიც ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების შემდეგ სამართალდამცავ უწყებებში განხორციელდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან, სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის, უწყებაში პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაინერგა. მსხვერპლზე მორგებული მიდგომების უზრუნველსაყოფად კი, გაძლიერდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ სტატისტიკური მონაცემები ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ასევე, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა პროკურორთა სპეციალიზაციას, რომელიც მკვეთრად ზრდის ოჯახურ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მიღწეული პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებსა და საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე აისახება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოხატეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)