|
2022-06-28 11:52:30, 1068 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება
მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება. „პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)