|
2022-06-24 11:16:37, 864 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს პროექტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის სიმულაციური სწავლების - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“ - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ტრეფიკინგის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა - ვალიან რიჩიმ. ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიმულაციური ხასიათის ტრენინგის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს (OSCE) მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ტრენინგის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)