|
2022-06-23 17:46:04, 892 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ალტერნატიულ სერვისში გადაიყვანენ
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა. მათივე ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. უწყების განცხადებით, ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით, მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება. შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგი განახორციელა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)