10:03 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-19 16:27:55, 1384 ნახვა

სამართალი
შსს-მ გორში დააკავა პირი, რომელმაც ტაძრის შესაწირავის ყუთებიდან ფული მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირავის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics