|
2022-06-19 12:13:18, 1092 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგეობა წიგნების ბაღში „ლიტერატურულ შეხვედრებს“ მართავს
საბურთალოს რაიონში, წიგნის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით, ე.წ. წიგნების ბაღში „ლიტერატურული შეხვედრები“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი შეხვედრა პოეტ გელა დაიაურთან გაიმართა, რომელმაც საკუთარ ლიტერატურულ შემოქმედებაზე ისაუბრა და რჩეული ლექსები წაუკითხა მსმენელებს. ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ადამიანები დაკავდნენ წიგნის კითხვით. სწორედ წიგნიერების წასახალისებლად მოვაწყვეთ აღნიშნული სკვერი და აქ კიდევ არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. ღონისძიებას უძღვებოდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გოგა ჩანადირი, რომელმაც წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)