|
2022-06-17 17:12:14, 1344 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის სარეაბიტიაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის სარეაბიტიაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია პროექტის ფარგლებში შეიცვალა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ელექტრო გაყვანილობა, კარ-ფანჯრები. უკვე აშენდა საქვაბე, დასრულების პროცესშია ცენტრალური გათბობის სისტემა. სამზარეულოსა და სველ წერტილებში კედლები და იატაკი ფილებით მოეწყო, მიმდინარეობს შეკიდული ჭერის, შიდა და გარე პერიმეტრის ლესვითი სამუშაოები. შენობაში გათვალისწინებულია ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტს შპს „მშენებელი“ ახორციელებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 326 001 ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)