|
2022-06-17 11:51:50, 955 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბის მიმდებარედ მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცის თბილისის მერია ავრცელებს. კუს ტბის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფართობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ჩაატარა. აღნიშნული ტერიტორია კი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. დასუფთავების სამუშაოების შემდგომ „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარედ არსებული კიუვეტები გაწმინდეს. სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ. ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო, დაახლოებით, 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)