22:41 - 13 Aug, 2026
|
2022-06-16 18:46:12, 1409 ნახვა
საზოგადოება
ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. მიმდინარე ტერიტორიაზე მოძრაობა გადაკეტილი არ არის. შეკრებაზე რიგდება ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დროშები, ასევე ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით. აქციას ესწრება თავად პრეზიდენტი, თუმცა ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აქცია დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნებოდა ქვეყნის გზავნილი ევროპისთვის, სადაც რიგითი მოქალაქეები შეიკრიბებოდნენ ყოველგვარი განცხადებების, პლაკატებისა და პოლიტიკური მოწოდებების გარეშე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)