|
2022-06-14 10:04:09, 772 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე შპს „ფირმა ლომთაგორას“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო. „სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მარცვლეულის წარმოების განვითარებას, მოკლებული იქნება აზრს, რომ არა, ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა თესლის წარმოების განვითარება, ახალ, მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე მუშაობა. ლომთაგორას მეურნეობაში სწორედ ხორბლის სათესლე მასალის გამოყვანა ხდება. საქართველოში უკვე გვაქვს ხორბლის ჯიშები, რომლებიც 7-8-10 ტონიან მოსავალს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯები, ხელს შეუწყობს ჩვენი დამოუკიდებლობის ზრდას, არამარტო სათესლე მასალაზე, არამედ მთლიანად სასურსათო ხორბლის წარმოებაზე. სახელმწიფო გეგმავს და მომავალში განახორციელებს პროგრამებს, რომელიც ხორბლის და მარცვლოვანი კულტურების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა . ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო, როგორც მსოფლიოს სასელექციო სახეობის, ასევე ქართული ადგილობრივი სელექციისა და ენდემურ-აბორიგენული ჯიშები. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)