21:45 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 16:33:15, 1168 ნახვა

საზოგადოება
კასპში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

11 ივნისს კასპში „თბილისის გულის ცენტრის“ ექიმთა ჯგუფის მიერ კარდიოლოგიური პროფილის დაავადებების მქონე პირთა უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა.

აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური (გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია-წნევა) პროფილის 50 წელს გადაცილებულ პაციენტთა უფასო კონსულტაციებს და გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია).
აქციის ფარგლებში, დღის განმავლობაში ექიმ კარდიოლოგებმა 104 პაციენტს ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა „თბილისის გულის ცენტრის“ დირექტორს არჩილ ჩახრუკიძეს, აქციის მონაწილე ექიმებს და ჩვენს თანაქალაქელს „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციულ დირექტორს ზურაბ ნიპარიშვილს, რომლის უშუალო  ინიციატივითაც მოეწყო აღნიშნული აქცია.

„თბილისის გულის ცენტრის“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაიგეგმა სამომავლო აქცია. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობა და მსგავსი ღონისძიებების მხარდამჭერი და თანამდგომი ყოველთვის იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics