|
2022-06-13 11:35:39, 1145 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტები: ტვ „იმედმა“ ოპოზიციის ბრალეულობას ხსენების სანაცვლოდ, დადებითი სიუჟეტის გაკეთება შემოგვთავაზა
თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტმა ოპოზიციის ბრალეულობას ხსენების სანაცვლოდ, ხანგრძლივი და დადებითი სიუჟეტის გაკეთება შესთავაზა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდენტური მოძრაობა ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირს. "ალბათ ყველამ იხილეთ დღეს სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მინდა აღვნიშნოთ რამდენიმე საგულისხმო ეპიზოდი: პირველ ყოვლისა, ჩვენ გვაქვს 4 მოთხოვნა: 1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა! სანამ უყურებთ როგორ დგას ბაგების საერთო საცხოვრებლის წინ სტუდენტი და საუბრობს, რომ არც ისე ცუდია, გაიხსენეთ ბაგების საერთო საცხოვრებლის ფოტოები, თუ არ გახსოვთ, თან დავურთავთ პოსტს! გვინდა ვთქვათ, რომ დაგვიკავშირდა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი რ.მ. და შემოგვთავაზა, რომ თუ ოპოზიციის ბრალეულობას ვახსენებდით, ჩვენზე გაკეთდებოდა ხანგრძლივი და დადებითი სიუჟეტი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, ვგმობთ ჩვენს ნებისმიერ პარტიასთან ასოცირებას! პროტესტი არის დამოუკიდებელი და მოტივირებულია იმ გაუსაძლისი პირობებით, რომლებშიც სტუდენტებს უწევთ ცხოვრება! იხილეთ ბაგების საერთო საცხოვრებლის ფოტოები!"- წერია განცხხადებაში. თსუ-ში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, გამოცდები დასწრებით ფორმატში.სტუდენტების პროტესტისა და განათლების სამინისტროს მოწოდების შემდეგ უნივერსიტეტი სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, ხოლო გამოცდები დასწრებითი ფორმით დაიგეგმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)