|
2022-06-11 12:23:12, 956 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. „ვფიქრობთ, მიმდინარე წელი გამორჩეული იქნება, როგორც მოსავლის აღების ორგანიზების თვალსაზრისით, რისთვისაც შექმნილია შტაბი, ასევე გამორჩეული იქნება კარგი მოსავლიანობით. გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, ავიღეთ დაახლოებით 140 ათასი ტონა ხორბალი; ვფიქრობთ, წლევანდელი მაჩვენებლები 160-170 ათასი ტონის ფარგლებში იქნება. იმედია, სეზონი გვექნება ნალექების გარეშე და გვექნება შესაძლებლობა შემჭიდროვებულ ვადებში სრულად ავიღოთ მიღებული მოსავალი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მარცვლეული კულტურების მოსავლის ორგანიზებულად ასაღებად, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 80-მდე კომბაინთან ერთად, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)