20:49 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 10:42:40, 930 ნახვა

საზოგადოება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

„კადეტებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების წესები გააცნეს და ყურადღება არსებულ სასწავლო გარემოზე გაამახვილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრების შეკითხვებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და კადეტებმა უპასუხეს. მოგვიანებით მოსწავლეებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კადეტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ დაათვალიერეს სიმულაციური საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები და სასწავლო ლაბორატორიები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა ექსპერიმენტს დასწრებოდნენ და რობოტექნიკის ლაბორატორია დაეთვალიერებინათ, რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებით არის აღჭურვილი.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა დღის განმავლობაში 700 - მდე ვიზიტორს უმასპინძლა. ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 27 ივნისიდან დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics