|
2022-06-10 11:48:21, 864 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ოზურგეთში ხუთასამდე სამუშაო ადგილს ქმნის
სპეციალური პენიტენციური სამსახური ლაითურში ახალი პენიტენციური დაწესებულების დაკომპლექტების მიზნით მოსახლეობას 500-მდე ვაკანსიას სთავაზობს. სამუშაო ადგილების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სახელფასო პირობებისა და სხვა ბენეფიტების შესახებ დაინტერესებულ პირებს უწყებამ ინფორმაცია ოზურგეთში გამართული დასაქმების ფორუმის ფარგლებში მიაწოდა, რომელშიც პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლის სტატუსით იყო წარდგენილი. ლაითურში პენიტენციური დაწესებულების გახსნა 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 700-მდე პატიმარზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პენიტენციური დაწესებულება სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეჟიმის დაცვაზე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და სასჯელის ეფექტიან აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 500-მდე ახალი თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან კომფორტული სამუშაო პირობებით. კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა და არსებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიზნით უწყება ეფექტიანად იყენებს თანამშრომელთა ადგილზე სწავლების პრაქტიკასა და პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით ინტენსიურად უწევს ორგანიზებას გადამზადების სხვადასხვა კურსს.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)