|
2022-06-08 01:37:11, 2521 ნახვა
საზოგადოება
როგორ შევარჩიოთ გასაბერი საცურაო აუზები
მათთვის, ვინც დასვენებას სანაპიროზე არ გეგმავს, საკუთარ ბაღში საცურაო აუზის მოწყობა იდეალური გამოსავალია. გასაბერ და კარკასულ (ასაწყობ) აუზებს მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებენ, თუმცა მათი შერჩევისას თითოეულის სპეციფიკაციის გათვალისწინება აუცილებელია. ● გასაბერი აუზი ოჯახისთვის - მსგავსი მოდელი 6-7 ადამიანის გასაგრილებლად საკმარისია. გაითვალისწინეთ, რომ კარკასი კოროზიის გამძლე მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული. აღნიშნული ფაქტორი აუზის დეფორმირებასა და დაზიანებას აგაცილებთ თავიდან; ● გასაბერი აუზი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის (7-12 წელი)- 2-3 მეტრის სიღრმის მოდელი, რომელიც მოუსვენარ მოზარდებს თავისუფალი ცურვის საშუალებას მისცემს; Liloshop საცურაო აუზების ფართო არჩევანს გთავაზობთ თუ საცურაო აუზის მოწყობა გადაწყვიტეთ, Lilosho p საქართველოში ყველაზე ფართო ასორტიმენტით, თქვენი გემოვნების შესაფერისი მოდელის შესარჩევად ზუსტი ადგილია. წარმოდგენილ მოდელებს შორის იპოვით უჟანგავი ლითონის, ანტიკოროზიულ, კარკასულ აუზებს ქვიშისა და კარტრიჯული ფილტრით, მრგვალ გასაბერ აუზებს ბავშვებისთვის, კარკასულს აუზს აქსესუარების მთელი კომპლექტაციით და სხვა, რომელთა ფასი ზომების, მასალისა და აქსესუარების მიხედვით იცვლება. გასაბერი აუზების შერჩევისას მრგვალი მოდელი უფრო მომგებიანია, რადგან ამ ფორმის კედლებზე წყლის ზეწოლა დაბალანსებულია. დიდ აუზებს ფილტრი აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს, რათა წყალი არ დაბინძურდეს და ფსკერი არ დაზიანდეს. ასევე ამ მოდელისთვის აუცილებელია კიბე, რათა აუზში ჩასვლა კომფორტულად შეძლოთ. გასაბერი აუზის შერჩევისას იმ მოდელს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელსაც ფსკერი გაბერილი აქვს. ამ გზით დაცემისგან გამოწვეული ტრავმისგან თავს დაიზღვევთ. ასევე აუცილებელია აუზს თოკები მოჰყვებოდეს, რადგან ნებისმიერი მოდელი გადაყირავდება თუ საიმედოდ არ გაამაგრებთ. რა უპირატესობა აქვს საცურაო აუზის ონლაინ შეძენას? დღესდღეობით, ნებისმიერი ნივთის შეძენა ონლაინ სისტემით ყველაზე მოსახერხებელია. პანდემიურ გარემოში, საცურაო აუზის ინტერნეტ შესყიდვისას ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია, ზოგავთ დროს, ეცნობით დეტალურ ინფორმაციას სასურველი მოდელის შესახებ და გადაწყვეტილებას მარტივად იღებთ. შერჩეულ ნივთს კომპანია ადგილზე მოგიტანთ, რათა ზაფხულისთვის დაწყებული სამზადისი კიდევ უფრო ნაკლებ სტრესული და დამღლელი გახდეს. აგარაკზე გასაბერი აუზის მოწყობისას წყლის შეცვლა არ დაგავიწყდეთ, რადგან თუ ქიმიურ ნივთიერებას არ იყენებთ, ამის გაკეთება ყოველ საღამოს მოგიწევთ. ნებისმიერი ზომის საცურაო აუზი თქვენი სახლისა და ბაღის შეუცვლელი დეტალია, რომელიც ზაფხულის დღეებს კიდევ უფრო გაგილამაზებთ.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)