|
2022-06-06 15:29:35, 913 ნახვა
საზოგადოება
„ხომასურიძე ყვიროდა, თქვე პიდაპარსტების დამცველებოო“- დავით ბერძენიშვილი თავდასხმის დეტალებზე
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ორი პირი მიზანმიმართულად დაესხა თავს, ერთ-ერთი კი ჰომოფობიურად გამწყობილი ირაკლი ხომასურიძეა. მისივე თქმით, ორივე პირი დაკავებულია სამართალდამცავების მიერ, თავად კი, ხათუნა სამნიძესთან ერთად გამოკითხვაზეა დაბარებული. "დამშვიდდით. ხათუნას და მე გვეუზრდელებოდა ორი ტიპი მიზანმიმართულად ქაშუეთის წინ რუსთაველზე. ერეკლე მეფე და ამბავი. გინების კორიანტელი იყო. იყო მცირე ფიზიკური შეხებაც. წვივში მომარტყა ფეხი, ხელსაც იქნევდა ერთი. ხომასურიძე და ღვალაძე. ხომასურიძე ყვიროდა, თქვე პიდაპარსტების დამცველებოო...გამახსენდა, რომ მივედი ფილარმონიასთან " და ჩვენ ვიცეკვეთ"ფილმის ჩვენებისას, იქ იყო სხვა ორკებთან ერთად და იგინებოდა. 6 მაისს თვალი აქვს ამ კაცს დაკარგული. ამითი დაიწყო- გომურს რო იცავთ, მე რატომ არ გახსოვარათო. ახლა მივდივართ გამოკითხვაზე კახეთის გზატკეცილზე", - წერს დავით ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი პირი თავს დაესხა. როგორც სამნიძე "ფეისბუკზე" წერს, მამაკაცებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)