|
2022-06-06 10:43:28, 1057 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - გაფიცულ მუშებს ქარხნის შესასვლელი პიკეტირებული აქვთ
ბორჯომის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - 400 გაფიცულ თანამშრომელს ქარხნის შესასვლელი პიკეტირებული აქვს, არ უშვებენ ავტომობილებს და არც სხვა თანამშრომლებს. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც პიკეტის მოსახსნელად გაფიცულ მუშებს დრო მისცეს. "ჩვენი პროტესტის მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ხელშეკრულების შეცვლა უნდოდათ, რომელიც არ იყო ჩვენთვის მისაღები. გვაქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, გვქონდა კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან, თუმცა ვერ შედგა მოლაპარაკება, რადგან ფიქრობენ, რომ მარტო მოაგვარებენ პრობლემას",- ამბობს გაფიცული თანამშრომელი. შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, კომპანია IDS ბორჯომმა ომისა და სანქციების გამო, წარმოება გაუგებარი დროით შეაჩერა, რის შემდეგაც ქარხნებში დასაქმებულ 1000 ადამიანს ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ და ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს უნდა მიეღოთ. თუმცა, გაფიცული მუშები ამბობენ, რომ ორ თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ და მოითხოვენ მის ანაზღაურებას, ასევე უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)