|
2022-06-05 14:22:57, 978 ნახვა
საზოგადოება
ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართველი თეატრის რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს. "კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა გადაინაცვლა სამყაროდან სამყაროში". - წერს ნიკოლოზ რაჭველი. თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980 წწ. რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988წწ. იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი(1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 100-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)