|
2022-06-04 11:22:20, 1010 ნახვა
საზოგადოება
კრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო
კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, გულიას პირველი ჩიხი N6-ის მიმდებარედ, 6 500 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა. ასევე, მოეწყო დიდი სპორტული მოედანი. აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელობაში იყო. მოსახლეობის თხოვნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის უშუალო ჩართულობის შედეგად, აღნიშნული სივრცე მოეწყო. „ხეივანში ახლად მოწყობილ სკვერსა და სპორტულ მოედანს მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა. ბატონი კახას უშუალო ჩართულობით, შევძელით და დავიბრუნეთ 2007 წელს გასხვისებული ტერიტორია და დავიწყეთ სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები. დღეს, უკვე ამ სივრცეს მოწესრიგებულს და გალამაზებულს რომ ვხედავთ, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენც ძალიან გვახარებს. დაახლოებით, 10 ჰექტრამდე სივრცე გავალამაზეთ ბოლო წლებში და აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაოებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 988 223 ლარი გამოიყო.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)