|
2022-06-03 15:33:03, 1054 ნახვა
საზოგადოება
პროფესიულ სასწავლებლებში თემაზე „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ ტრენინგები გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგები თემაზე „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ გაიმართა. აღნიშნული ტრენინგების მიზანი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ სახელმწიფო დაწესებულებებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდულის სასწავლო პროცესში დანერგვის ხელშეწყობაა. უწყების ცნობით, სასაწავლო კურსის ფარგლებში, გადამზადდნენ აგრარული მიმართულების ლექტორები, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, განიხილეს რეგიონების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები. „კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე და წარმოქმნის ახალ გამოწვევებს სოფლის მეურნეობაში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიზანია სოფლის მეურნეობის გარდაქმნა ისეთ სისტემაზე, რომელიც შეარბილებს კლიმატის გავლენას და მოახდენს მასთან ადაპტაციას, უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებასა და შეამცირებს სათბურის აირების ემისიას. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრება მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და მექანიზაციაზე ფერმერთა დანახარჯების შესამცირებლად. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების და ტრენინგის სისტემის მოდერნიზება (VET ფაზა 2)“ - ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)