|
2022-06-01 12:03:15, 1671 ნახვა
საზოგადოება
როდის უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ბალიშები?
ორთოპედიულ ბალიშებზე წლიდან წლამდე მოთხოვნა საკმაოდ იზრდება. ეს ფაქტი გამოწვეულია იმით, რომ ამ პროდუქციის გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში არსებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება პაციენტებს. ადამიანებს, რომლებსაც ჯდომის, წოლის და მგზავრობის დროს დისკომფორტი აწუხებდათ - ბალიშების გამოყენებამ მდგომარეობა შეუმსუბუქა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ხერხემლის, წელისა და კისრის არეში ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბალიშები დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნებას ამსუბუქებს და ეფექტურია ართრიტის, კისრის ოსტეოქონდროზისა და დისკის თიაქრის დროსაც. რა ტიპის ორთოპედიული ბალიშები არსებობს? ორთოპედიული ბალიშები თავს, კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. შესაბამისად, ეს პროდუქტი ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ძირითადად კი იყენებენ ისინი, ვისაც ყოველდღიური საოფისე სამუშაო აქვს, დიდხანს ჯდომა და მგზავრობა უწევს. უმაღლესი ხარისხის ამ პროდუქციას მომხმარებლებს უკვე 10 წელია კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ცნობილი ბრენდების Morsa Cyberg /მორსასა და BERGER/ბერგერის ბალიშებია წარმოდგენილი. კომფორტული ძილისთვის კისრის ორთოპედიული ბალიში უნდა გამოიყენოთ. პროდუქტის შემადგენლობაში არსებული მეხსიერების ღრუბელი იმახსოვრებს და იმეორებს თავის ფორმას. ის აფიქსირებს თავს და მთლიან ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში ინარჩუნებს, რაც აგარიდებთ თავის ტკივილს და დისკომფორტს ყოველ დილით. თუ ხანგრძლივი ჯდომითი რეჟიმის შედეგად კუდუსუნი და წელი გაწუხებთ, ზურგისა და სავარძლის ბალიშები გამოიყენეთ. ეს პროდუქტები თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მარტივად შეუწყობს ხელს. ორთოპედიული ბალიშების შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. პროდუქციის გამოწერა სულ რამდენიმე წუთში ონლაინ, კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდანაც ხელმისაწვდომია . შეკვეთას ადგილზე კურიერი უმოკლეს დროში მოგაწვდით.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)