|
2022-05-31 14:14:39, 940 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილების დასამუხტი ადგილები. იმისთვის, რომ მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა შეძლოს, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ), ანა კალანდაძის ქუჩა N3, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2, სიმონ კანდელაკის ქუჩა N7, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ, მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ. N5), ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპ. N4). ისნის რაიონში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე, ასევე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას მეველის ქუჩა N7/9-ში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურში შეძლებენ.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)