|
2022-05-30 17:20:15, 1267 ნახვა
საზოგადოება
პროექტის "შრომის უსაფრთხოების დესპანები" ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოხალისე სტუდენტები გადამზადდნენ და შესაბამისი ცოდნა მიიღეს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით შრომის უსაფრთხოების დესპანებმა 1 212 ობიექტზე, 9200-მდე დასაქმებულს, მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად აუცილებელ საკითხებზე, მათ შორის კოვიდ 19-ს ვირუსის გავრცელების გზებსა და მისგან დაცვის საშუალებების შესახებ. „წარმატებულ სტუდენტებს შრომის ინსპექციის სამსახური საშუალებას აძლევს 3 თვიანი სტაჟირება გაიარონ უწყებაში“,- აღნიშნულია ჯანდაცვის განცხადებაში. სტუდენტებს სიგელები გადასცეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, განათლების მინისტრის მიადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)