|
2022-05-26 09:59:18, 1254 ნახვა
საზოგადოება
„საქართველო ევროპისკენ“ - ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
საქართველოში დღეს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ორ წლიანი პაუზის შემდეგ, დღესასწაულზე დასწრებასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი ტექნიკის ხილვის საშუალება მოსახლეობასაც მიეცემა. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ 5 რეგიონში 12:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)