|
2022-05-25 12:24:54, 822 ნახვა
საზოგადოება
27 მაისს ვარკეთილის ხევის პარკი საზეიმოდ გაიხსნება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში პარკი მოაწყო, რომელიც 27 მაისს ოფიციალურად გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარკის გახსნასთან ერთად, პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტიც გაიმართება. „სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს. მინდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს მადლობა გადავუხადო. მათ ჰქონდათ ავტოფარეხები და სხვადასხვა ტერიტორია შემოღობილი. ამ ყველაფრის დემონტაჟი მოხდა და მივიღეთ ძალიან დიდი სივრცე - კეთილმოწყობილი, განახლებული, მოწესრიგებული, გამწვანებული, რითაც სწორედ მოსახლეობა ისარგებლებს. პარასკევს, 20:00 საათზე პარკის ოფიციალური გახსნა გვექნება. პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში კი, გელა გნოლიძის ბენდის კონცერტი გაიმართება. გელოდებით ყველას სამგორის რაიონში“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ვარკეთილის ხევის პროექტის ღირებულება 5 863 718 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე, მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ პარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე მოწყო. ასევე, განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით გაჩნდა საპიკნიკე არეალები. პარკის ტერიტორია შეივსო მწვანე ნარგავებით. დაირგო 1 191 ძირი ხე, 13 930 ძირი ბუჩქი და 14 193 ბალახოვანი მცენარე. ჰიდროთესვის პრინციპით, 21 061 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)