|
2022-05-25 12:20:46, 1220 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ საგზაო უსაფრთხოების თემაზე ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“ - გახსნით ღონისძიებას დაესწრო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი გრეგორზ პუდა, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ამირან გამყრელიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი ირაკლი ყურაშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ალექსანდრე დარასი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მართვის გაძლიერება, ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სისტემის გაუმჯობესება, საგზაო უსაფრთხოების სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით უწყებათა შესაძლებლობების გაძლიერება. ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერისთვის.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)