|
2022-05-24 17:14:05, 1364 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელი მოგებით დაასრულა
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელი 52.7 მილიონი ლარის მოგებით დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, 2021-ში კომპანიის ტვირთბრუნვა გაიზარდა და 12 მილიონი ტონა შეადგინა. „სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან ინარჩუნებს. რაც შეეხება საოპერაციო შემოსავლებს, კომპანიას ამ სეგმენტშიც პოზიტიური ცვლილებები აქვს. საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა, რაც ჯამურად 547 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მე-2 კვარტალში „საქართველოს რკინიგზამ“ 2012 წლის ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება მოახდინა. ახალი მწვანე ობლიგაციების გამოშვებით ორგანიზაციამ წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.75-დან მინიმალურ 4 %-მდე შეამცირა. კომპანია 7 წლის ჭრილში 130 მილიონ დოლარზე მეტს დაზოგავს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის შემდეგ, „საქართველოს რკინიგზა“ს ჰქონდა აქტივების გაუფასურების და ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალი. 2021 წელს კი პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტმა ნეგატიური ტრენდის შემობრუნება შეძლო და წელი მოგებით დახურა“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)