|
2022-05-23 14:42:04, 1256 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია სრულდება
ლოტკინის დასახლებაში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო. ,,ახალმოწამეთა ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. დღეიდან მათ ეს დისკომფორტი აღარ ექნებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 370 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)