|
2022-05-23 14:16:29, 1119 ნახვა
საზოგადოება
ექსპოზიცია - „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ხვალ გაიხსნება
კლუბ KHIDI-ში ექსპოზიცია - “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა ვიზიტორებს ხვალიდან ექნებათ. ექსპოზიცია გაიხსნება 24 მაისს, 21:00 საათიდან და 26 მაისის 18:00 საათამდე იქნება. ექსპოზიციის ვიზიტორები მოისმენენ რეალურ ისტორიებს 92-93 წლებში აფხაზეთში რუსული აგრესიისა და სისასტიკის შესახებ, იხილავენ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობ რეალურ ფოტო და ვიდეო მასალას. ექსპოციზიის ორგანიზატორები არიან : ევროპული საქართველო , თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება. “ჩვენი ექსპოზიციისთვის სახელწოდებით “ბუჩამდე იყო აფხაზეთი დასასრულს უახლოვდება. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, რა მძიმე პერიოდი გვაქვს გამოვლილი რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად. აქ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვიზუალური თუ აუდიო საშუალებებით ის ისტორიები თუ რა გამოვიარეთ ჩვენ აფხაზეთში. ძალიან მსგავსი გამოცდილებები გვაქვს ჩვენც იმისა, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს როგოროც არასდროს ვიყოთ ძლიერები და ამავდროულად გვყავდეს ძლიერი მეგობრები რომ იგივე საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ და რუსეთის ხახაში არ ჩავვარდეთ დღესაც.”- განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)