|
2022-05-21 21:44:50, 1530 ნახვა
საზოგადოება
შუახევის მერიის ორგანიზებით, სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა
სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა, რომლის ორგანიზტორი მერია იყო. - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. მათივე თქმით, ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სკოლის კურსდამთავრებულები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა, ახალგაზრდებს, სკოლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ომარ ტაკიძემ, მილოცვასთან ერთად, ისაუბრა ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მერია ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რათა მათი აქტიურობა და ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს მაქსიმალურად ასახული. საგანმანათლებლო დაწესებულება წელს 175 -მა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან 95 % ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული. კურსდამთავრებულებს, სკოლის დამთავრება მიულოცეს ასევე სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)