|
2022-05-19 14:16:56, 1036 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს, დეივიდ კავენას, ერნესტო ბრაანს და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. ფინასთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა და სხვა. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ADB-ის მიერ გამოყოფილი დროული ფინანსური დახმარების მნიშვნელობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერება კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და სხვა. სტრუქტურული რეფორმების კუთხით - კაპიტალის ბაზრის განვითარება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კერძო სექტორის მხარდაჭერა, საჯარო ფინანსების მართვა. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სექტორებისა და რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)