|
2015-02-04 21:14:43, 772 ნახვა
საზოგადოება
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა განიხილეს
ანტიკორუფციულმა საბჭომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია, 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული დოკუმენტების მონიტორინგისა და შესახებ ახალი მეთოდოლოგია განიხილა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკონონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 13 სტრატეგიული პრიორიტეტის საფუძველზე, ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, წარიმართა განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, ანტიკორუფციული საბჭოს 2015-2016 წლების სტრატეგიაა, კორუფციას არა მარტო სისხლის სამართლებრივი დევნის გზით, არამედ სხვა მეთოდებითაც ებრძოლოს. „ჩვენი მიზანია, რომ კორუფციას მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნით კი არა, სხვა მეთოდებითაც უნდა ვერბრძოლოთ. ადრე ეს, ასე არ იყო და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი ადამიანის ციხეში ჩასმა იყო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ბრძოლის მეთოდები და სწორედ ამას ეხება ჩვენი 2015-2016 წლების სტრატეგია, სადაც რამდენიმე ათეული სახელმწიფო უწყება, კერძო სექტორი და არასამთავრობო სექტორია ჩართული. დღეს ანტიკორუფციული საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკის შემუშავებაზე და ჩვენ ამ სფეროშიც ვემსგავსებით თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებს საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (greco), გაერო-ს დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მომზადებული კვლევები. ანტიკორუფციული საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს ახალ წევრებად დასახელდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგეულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, სსიპ „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარე.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)