|
2022-05-14 13:10:33, 1040 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ერიკ ილესი ესწრებოდნენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია „სუფთა რეგიონი“, რომლის ძირითადი მიზანი ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ასევე, სტიქიური ნაგავსაყრელების და ზოგადად, გარემოს დაბინძურების შემცირებაა. სუფთა ქუჩა და სუფთა რეგიონი სუფთა ქვეყანას ნიშნავს „მიმდინარე წელს, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ. 2021 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
კონკურსის კომისიის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცათ:
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ.“- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)