|
2022-05-12 12:27:48, 1087 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG ) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა 2021 წლის განმავლობაში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ლევან კაკავამ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს. შეხვედრას, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ვლადიმერ ხუნდაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე, BAG-ის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. ,,ერთ-ერთი სიახლე, რომელიც დღეს წარვადგინეთ არის მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელების ადმინისტრირების მიმართულებით, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია, ასევე სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებები და განხორციელებული ღონისძიებები. აგრეთვე, მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის სიახლე, რომელიც ძალიან დააინტერესებს კერძო სექტორს და არასასურსათო საქონლის ტექნიკურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. ამ და კიდევ სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, აქტიური დიალოგის რეჟიმში ვართ ბიზნესთან და უახლოეს თვეებში კიდევ რამოდენიმე ახალ ინიციატივას შემოგთავაზებთ“,- განაცხადა ლევან კაკავამ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს, უწყების მიერ 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)