|
2022-05-12 10:57:14, 1093 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო
შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ქალაქის ტერიტორიაზე დარგულ მცენარეებზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიური წამლობის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისის მერია ავრცელებს". უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, კომპლექსური წამლობის სამუშაოები, როგორც მავნებლების, ასევე, სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე განხორციელდა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორ ვახტანგ ნოზაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები, შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: ვაკის პარკში, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, 26 მაისის მოედანზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, გულუას ქუჩაზე, წყნეთის გზატკეცილზე, კლდეკარის და ხერთვისის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, რუსთაველის გამზირზე, ტ. შევჩენკოს და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სკვერებში. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და წამლობის ღონისძიებებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. ამ მიზნით, კომპანია თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. „ეკოსერვის ჯგუფმა“ 2021 წლიდან დღემდე, ასობით მისამართზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის შეწამვლის სამუშაოები განახორციელა. შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)