|
2022-05-10 11:29:30, 1202 ნახვა
საზოგადოება
GITA, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საგრანტო პროგრამების მეორე რაუნდს აცხადებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საგრანტო პროგრამების მეორე რაუნდს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების პირველი რაუნდის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდა 25 სტარტაპი. (30 000 ლარიანი გრანტი მიიღო 11-მა სტარტაპმა, 100 000 ლარიანი გრანტი კი - 14-მა) აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:
საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსდება:
საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში. საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება შესაძლებელია 10 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით პორტალზე grants.gov.ge. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე და შეავსოს ყველა საჭირო ველი, კონკურსის ვადის დასრულებამდე.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)