07:12 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 11:15:13, 1131 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან, პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და ტრანსპორტში იქნება

დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგოც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს ვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და როგოც უკვე მოგახსენეთ, დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება. მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics