|
2022-04-30 15:28:23, 1195 ნახვა
საზოგადოება
ვეტერინარიის მსოფლიო დღე
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ისტორია 1907 წლიდან იწყება, როდესაც თბილისში შეიქმნა ვეტერინარიის ლაბორატორია, რომელიც პირველი საწარმო-სამეცნიერო დაწესებულება გახდა მთელ კავკასიაში. ლაბორატორიამ გაიარა განვითარების ეტაპები, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და ერადიკაციის (აღმოფხვრის) პროცესში. 1990 წლიდან დღემდე, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელშია შესაძლებელი ცოფის დაავადების კვლევა. 2006 წლიდან იწყება ლაბორატორიის განვითარების ახალი ეტაპი - ლაბორატორია იღებს საერთაშორისო აკრედიტაციას და ნერგავს საერთაშორისო დონის ხარისხის მართვის სისტემას. დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა. აღნიშნული მიმართულებით ლაბორატორიას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკაში. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში კვლევები ტარდება 100-მდე სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე. კვლევა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების მქონე ლაბორატორიებში ესენია: ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის, ცოფის, პათოლოგიურ მორფოლოგიური და პარაზიტოლოგიის ლაბორატორიები. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ კვლევებს ზოონოზურ დაავადებებზე, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ნორმების გათვალისწინებით. ყოველწლიურად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება, ისინი მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებებში. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშების რაოდენობამ 379 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჩატარებული კვლევების რაოდენობა 413 000-ზე მეტია. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ისტორია 1907 წლიდან იწყება, როდესაც თბილისში შეიქმნა ვეტერინარიის ლაბორატორია, რომელიც პირველი საწარმო-სამეცნიერო დაწესებულება გახდა მთელ კავკასიაში. ლაბორატორიამ გაიარა განვითარების ეტაპები, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და ერადიკაციის (აღმოფხვრის) პროცესში. 1990 წლიდან დღემდე, მხოლოდ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელშია შესაძლებელი ცოფის დაავადების კვლევა. 2006 წლიდან იწყება ლაბორატორიის განვითარების ახალი ეტაპი - ლაბორატორია იღებს საერთაშორისო აკრედიტაციას და ნერგავს საერთაშორისო დონის ხარისხის მართვის სისტემას. დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა. აღნიშნული მიმართულებით ლაბორატორიას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკაში. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში კვლევები ტარდება 100-მდე სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე. კვლევა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების მქონე ლაბორატორიებში ესენია: ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის, ცოფის, პათოლოგიურ მორფოლოგიური და პარაზიტოლოგიის ლაბორატორიები. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ კვლევებს ზოონოზურ დაავადებებზე, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ნორმების გათვალისწინებით. ყოველწლიურად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება, ისინი მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებებში. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშების რაოდენობამ 379 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჩატარებული კვლევების რაოდენობა 413 000-ზე მეტია.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)