|
2022-04-28 15:40:47, 1613 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ციფრული ბანკით თანხის ბანკომატიდან განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისის“ ციფრული ბანკით თანხის განაღდება ბარათის გარეშე, მხოლოდ QR კოდითაა შესაძლებელი. თანხის QR კოდით განაღდება არ საჭიროებს ბარათის ბანკომატში განთავსებას, რაც არსებულ პროცესთან შედარებით, გაცილებით სწრაფი და მარტივია და კიდევ უფრო ზოგავს მომხმარებლის დროს. ინოვაციური სერვისით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა „თიბისის“ ციფრულ ბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR ნიშანი უნდა აირჩიოს, დაასკანეროს კოდი ბანკომატის ეკრანზე, შეიყვანოს სასურველი თანხა და ბარათი და თანხის განაღდება დაადასტუროს SMS-ით. QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. თანხის QR კოდით განაღდება შესაძლებელია „თიბისის” ნებისმიერი ბანკომატიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით. „თიბისის“ ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისის“ გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს. თანხის QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)