|
2022-04-28 14:24:29, 1074 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი OECD-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური თანამშრომლობისა და განვითარების სამმართველოს უფროსს, ბენ დიკინსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე" (TIWB) (ინიციატივის) სამდივნოს ხელმძღვანელი რუსუდან კემულარია. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და OECD-ს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, საუბარი შეეხო დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის პროექტის (BEPS) იმპლემენტაციას, ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის პირველი და მეორე სვეტების დანერგვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლის 14 ივნისს, ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მიუერთდნენ BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას და იკისრეს ამ პროექტით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვის ვალდებულება, გადასახადებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაბეგვრის მოქმედი წესების სრულყოფის და უფრო გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, საქართველო აქტიურადაა ჩართული ციფრული ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, საგადასახადო გამოწვევების დასაძლევად მიმდინარე პროექტებში, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 2021 წლის 8 ოქტომბერს მხარი დაუჭირა OECD-ის ოფიციალურ განცხადებას საერთაშორისო საგადასახადო წესების რეფორმირების ორსვეტიან გეგმასთან დაკავშირებით. ბენ დიკინსონმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს, საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორ ქვეყანას ჩართულობისთვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროექტებში და ისაუბრა ამ პროცესის წარმატებით გაგრძელებისთვის საჭირო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)