|
2022-04-28 14:19:44, 943 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ბათუმის რეგიონული ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის გაძლიერება საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებას. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას. მემორანდუმის საფუძველზე გამყარდა კავშირი ორ ლაბორატორიას შორის, რაც გულისხმობს ინოვაციური კვლევითი მეთოდების გაცვლას და ლაბორატორიათშორისი ტესტირებების ჩატარების გააქტიურებას. ბათუმის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ტიტე აროშიძე და ფრიდონ ფუტკარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა და მირიან ქათამაძე; სსიპ ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან გორგილაძე და ლაბორატორიის წარმომადგენლები; სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რაიონული სამმართველოს უფროსი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის ლაბორატორიის წარმომადგენლები.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)