06:16 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 17:36:22, 1479 ნახვა

საზოგადოება
„არსებული მარშრუტის გაუმჯობესება და ახალი ტვირთების მოზიდვა“ - რკინიგზის გენერალური დირექტორი ყაზახ კოლეგას შეხვდა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ დღეს ყაზახ კოლეგას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:  შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვა, კონკურენტუნარიანი ტარიფების შემუშავება, დერეფნის განვითარება და არსებული რეალობის გათვალისწინებით ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო  მარშრუტის ფარგლებში (შუა დერეფანი) აქტიურად თანამშრომლობენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანზიტო/სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და არსებული მარშრუტების გასაუმჯობესებლად, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს აღნიშნულ დერეფანში გამჭოლ სატარიფო პოლიტიკაზე, ტვირთების დეკლარირებასა და სატრანზიტო ტვირთის კონსოლიდაციის საკითხებზე მუშაობა. შეხვედრაზე საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გამოყენებასაც შეეხო, რომელიც თავის მხრივ,  შუა დერეფნის მულტიმოდალურ ტვირთბრუნვას შეუწყობს ხელს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics