05:16 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 15:34:32, 1344 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ს საელჩომ საქართველოს პროკურატურას კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამის და მასთან დაკავშირებული საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ტექნიკური აღჭურვილობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადასცა.  

ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სამართალდამცავ უწყებებს დაეხმარება კიბერდანაშაულთან ბრძოლაში და მათ ეფექტიან საქმიანობას შეუწყობს ხელს.  

ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უახლოეს მომავალში პროკურორებისგან და გამომძიებლებისგან შემდგარი სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რაც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

როგორც ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანერგვის ნაწილში. მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ ებრძოლონ ისეთ მასშტაბურ დანაშაულს, როგორიც კიბერდანაშაულია.

ღონისძიებაზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის და აღნიშნეს, რომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სისხლის სამართლის საქმეებში საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics