|
2022-04-26 11:40:02, 1330 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებისა და საპროცესო კანონმდებლობაში ახალი აღკვეთის ღონისძიების დამატების ინიციატივა წარადგინა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა და მას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვალერი ლომუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას და საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოღებას. შეხვედრის მონაწილეებმა პროკურატურის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება შეამცირებს პატიმრობის გამოყენებას ყველა კატეგორიის დანაშაულზე. ამავდროულად, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის აღსრულების ეფექტიან მექანიზმს, რაც ოჯახური დანაშაულის დაზარალებულებს შეუქმნის დაცვის მეტ გარანტიებს და შეამცირებს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს. პროექტის განხილვა, უახლოეს მომავალში, უფრო ფართო საზოგადოების ჩართულობით გაგრძელდება.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)