04:20 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 17:17:12, 1300 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და შშმ პირების ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ეროვნულ არქივში ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და შშმ პირების ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართასაგამოფენო სივრცეში სააღდგომო თემატიკის ნაკეთობებია წარმოდგენილი. გამოფენილი ნამუშევრების გაყიდვიდან შესული თანხა ხის სოციალური საწარმოს განვითარებას და მისთვის სამუშაო მასალების შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,ხის სოციალურ საწარმოში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები შშმ პირებთან ერთად  მუშაობენ და   განმავითარებელ სათამაშოებს ქმნიან.  პროექტის მიზანი შშმ პირებთან ყოფილ მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა ინტეგრირება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი დასაქმების ხელშეწყობაა.

პროექტს „ერთად-ერთმანეთისთვის" იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული ააიპ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია" ახორციელებს.

ეროვნულ არქივში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი, ბუბა ლომუაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics